MindBoard-ის მომსახურების პირობები
ბოლო განახლება: 2026 წლის 7 ოქტომბერი
ეს არის თარგმანი. თარგმანსა და ინგლისურ ვერსიას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას.
ეს პირობები არის შეთანხმება თქვენსა და შპს მაინდბოარდს (MindBoard LLC) შორის, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში, საიდენტიფიკაციო კოდი 437980598, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი ბორჯომი, მესხეთის ქ. N 51. „ჩვენ" ნიშნავს შპს მაინდბოარდს. „თქვენ" ნიშნავს პირს, რომელსაც ანგარიში ეკუთვნის.
თქვენი ანგარიშისთვის პაროლის დაყენებით ან MindBoard-ით სარგებლობით ეთანხმებით ამ პირობებს. თუ MindBoard-ით ორგანიზაციის სახელით სარგებლობთ, ადასტურებთ, რომ უფლებამოსილი ხართ, ეს ორგანიზაცია ამ პირობებით შებოჭოთ.
1. რა არის MindBoard
MindBoard არის ონლაინ 3D მაგიდა სისტემური განლაგებით მუშაობისა და მასთან დაკავშირებული ქოუჩინგისა და ფასილიტაციის მეთოდებისთვის, ხელმისაწვდომი მისამართზე board.mindboard.me („სერვისი"). მაგიდაზე ათავსებთ ფიგურებს, არეებსა და დამხმარე ელემენტებს და შეგიძლიათ სხვები დაფაზე მოიწვიოთ ბმულის გაზიარებით.
MindBoard არის ინსტრუმენტი პროფესიონალებისთვის. იგი არ გაწევს ქოუჩინგის, თერაპიის ან სხვა პროფესიულ მომსახურებას და არ არის სამედიცინო მოწყობილობა. როგორ იყენებთ მას კლიენტთან და რა მეთოდებს მიმართავთ, თქვენი პროფესიული პასუხისმგებლობაა.
2. ბეტა-ვერსია
MindBoard ამჟამად ბეტა (სატესტო) პერიოდშია. ბეტა-პერიოდის განმავლობაში:
- ანგარიშები იქმნება მხოლოდ მოწვევით და თითოეულს ჩვენ ვამტკიცებთ;
- ფუნქციები შეიძლება შეიცვალოს, დაემატოს ან მოიხსნას;
- არ ვიძლევით გარანტიას, რომ სერვისი ნებისმიერ კონკრეტულ დროს ხელმისაწვდომი ან შეცდომების გარეშე იქნება.
ბეტა-პერიოდის დასრულებამდე და ნებისმიერ ცვლილებამდე, რომელიც თქვენს გადასახდელს ეხება, ელფოსტით გაცნობებთ.
2ა. ტარიფები
MindBoard-ს აქვს უფასო ტარიფი და ფასიანი ტარიფები (თვიური და წლიური). ანგარიშის დამტკიცების შემდეგ იწყებთ უფასო ტარიფით.
- უფასო ტარიფი: საკუთარ დაფებზე მარტო მუშაობთ. დაფის გაზიარება და მასზე სხვებთან ერთად მუშაობა არ შედის.
- ფასიანი ტარიფი: ყველაფერი, რაც უფასო ტარიფშია, პლუს საერთო წვდომა (Shared Access), რათა სტუმრებმა შეძლონ თქვენს დაფებზე შემოსვლა და თქვენთან ერთად მუშაობა.
3. თქვენი ანგარიში
- უნდა იყოთ არანაკლებ 18 წლის და MindBoard გამოიყენოთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში.
- ანგარიში ერთი ადამიანისთვისაა. ნუ გაუზიარებთ სხვას თქვენს შესვლის მონაცემებს.
- პაროლი საიდუმლოდ შეინახეთ. თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც თქვენს ანგარიშში ხდება, თუ ეს ჩვენი ბრალით არ მოხდა.
- გამოიყენეთ ლეპტოპი ან სამაგიდო კომპიუტერი, რომლის ფანჯარაც არანაკლებ 1024 × 650 პიქსელია. MindBoard ტელეფონებისთვის არ არის განკუთვნილი.
4. სტუმრები
ფასიან ტარიფზე შეგიძლიათ სხვა ადამიანებს თქვენს დაფებზე სტუმრებად შემოსვლის ნება დართოთ: ჩართეთ საერთო წვდომა და გაუგზავნეთ მათ ბმული და, თუ დააყენეთ, დაფის პაროლი. სტუმრებს ანგარიში არ სჭირდებათ; ისინი საჩვენებელი სახელით შემოდიან.
- თქვენ წყვეტთ, ვინ მიიღებს ბმულს, და თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, როგორ იყენებენ თქვენი სტუმრები თქვენს დაფებს.
- ნებისმიერს, ვისაც ბმული და დაფის პაროლი აქვს, შეუძლია შემოსვლა, სანამ საერთო წვდომა ჩართულია. სესიის დასრულებისას გამორთეთ იგი.
- ცვლილებები ინახება მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ, დაფის მფლობელს, დაფა გახსნილი გაქვთ. ცვლილებები, რომლებსაც სტუმრები თქვენი არყოფნისას შეიტანენ, არ ინახება. დარჩით დაფაზე, სანამ ყველა არ დაასრულებს.
5. თქვენი შინაარსი და ინფორმაცია თქვენი კლიენტების შესახებ
„თქვენი შინაარსი" ნიშნავს ყველაფერს, რასაც თქვენ ან თქვენი სტუმრები თქვენს დაფებზე ათავსებთ: ფიგურების სახელებს, წარწერებს, განლაგებებს, დაფების სახელებსა და აღწერილობებს.
- თქვენი შინაარსი თქვენ გეკუთვნით. ჩვენ გვაძლევთ ნებართვას, შევინახოთ, დავაკოპიროთ, გადავცეთ და ვაჩვენოთ იგი მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს თქვენთვის სერვისის მუშაობისთვის არის საჭირო. სხვა მიზნით არ ვიყენებთ, არ ვყიდით და ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაწვრთნელად არ ვიყენებთ.
- MindBoard არ არის შექმნილი კლიენტების ჩანაწერების შესანახად. მასში არ არის კლიენტების ანგარიშები ან კლიენტების ბარათები, სტუმრების საჩვენებელი სახელები კი არ ინახება. შეძლებისდაგვარად ფიგურებისთვის გამოიყენეთ ინიციალები, როლები ან ნეიტრალური სახელები.
- ნუ შეიტანთ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ან სხვა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად დიაგნოზებს, თერაპიის ჩანაწერებს, სექსუალური ცხოვრების, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ინფორმაციას) თქვენი კლიენტების ან ნებისმიერი სხვა პირის შესახებ.
- თუ დაფაზე მაინც შეიტანთ ინფორმაციას თქვენი კლიენტების შესახებ, მასზე თქვენ ხართ პასუხისმგებელი: მისი ჩაწერის კანონიერ საფუძველზე, თქვენი პროფესიული და სამართლებრივი მოვალეობების შესაბამისად კლიენტების ინფორმირებაზე და მის დროულად წაშლაზე. ამ ინფორმაციის დამმუშავებელი თქვენ ხართ, ჩვენ კი მას თქვენი სახელით ვამუშავებთ ქვემოთ მოცემულ დანართში აღწერილი მონაცემთა დამუშავების პირობების შესაბამისად, რომელიც ამ პირობების ნაწილია.
- ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაფის ექსპორტი PNG გამოსახულების ან JSON ფაილის სახით. შეინახეთ საკუთარი ასლები ყველაფრისა, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
6. დასაშვები გამოყენება
აკრძალულია:
- MindBoard-ის გამოყენება რაიმე უკანონოსთვის ან ვინმეს შევიწროებისთვის, მუქარისთვის ან ზიანის მიყენებისთვის;
- იმ დაფებზე, ანგარიშებსა თუ მონაცემებზე წვდომის მცდელობა, რომლებიც თქვენ არ გეკუთვნით, ან სერვისის უსაფრთხოების შემოწმება ჩვენი წერილობითი ნებართვის გარეშე;
- სერვისის მუშაობისთვის ხელის შეშლა, მისი გადატვირთვა ან მასზე წვდომისთვის ავტომატიზებული საშუალებების გამოყენება;
- სერვისის, მისი ფიგურების ან შაბლონების კოპირება, ხელახლა გაყიდვა ან მათ საფუძველზე კონკურენტული პროდუქტის შექმნა;
- მავნე კოდის ატვირთვა.
7. საფასური და გადახდა
- ფასები. საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის: თვეში 90 ლარი ან წელიწადში 900 ლარი, ინვოისს ლარში გამოწერს შპს მაინდბოარდი. საქართველოს გარეთ მყოფი მომხმარებლებისთვის: თვეში 30 ევრო ან წელიწადში 300 ევრო, ინვოისს ევროში გამოწერს შპს მაინდბოარდი. მომავალში საქართველოს გარეთ მყოფ მომხმარებლებს ინვოისები შეიძლება ჩვენი ჯგუფის სხვა კომპანიიდან გამოვუწეროთ; ამის შესახებ წინასწარ გაცნობებთ და ეს პირობები მას დაასახელებს. ჩვენთან წერილობითმა შეთანხმებამ შეიძლება სხვა პირობები დაადგინოს.
- როგორ იხდით. ბეტა-პერიოდის განმავლობაში გიგზავნით ინვოისს, რომელსაც საბანკო გადარიცხვით იხდით.
- როდის იწყება ტარიფი. თქვენი ფასიანი ტარიფი იწყება იმ დღეს, როდესაც თქვენს გადახდას მივიღებთ, და მოქმედებს ერთი თვე ან ერთი წელი ამ დღიდან. მას ვააქტიურებთ გადახდის შემოსვლის დღეს, ან მომდევნო სამუშაო დღეს, თუ გადახდა სამუშაო საათების გარეთ შემოვიდა.
- განახლება. ტარიფის დასრულებამდე გიგზავნით ინვოისს მომდევნო პერიოდისთვის. თუ მას დასრულების თარიღამდე გადაიხდით, ახალი პერიოდი მიმდინარის დასრულებისას დაიწყება. თუ გადაიხდით დასრულების თარიღიდან 3 დღის განმავლობაში, თქვენი ტარიფი გაგრძელდება წყვეტის გარეშე და სტუმრებს შეეძლებად თქვენს დაფებზე შემოსვლა ამ 3 დღის განმავლობაში. როდესაც ტარიფის ვადა დასრულდება, ის სტუმრები, ვინც ჯერ კიდევ სესიაზე არიან შეუძლიათ დარჩნენ სესიის დასრულებამდე. ახალი სტუმრები დაფაზე ვეღარ შემოვლენ. თქვენი დაფები დარჩებიან თქვენს ანგარიშში და მათზე მარტო მუშაობას განაგრძობთ.
- დღგ. შპს მაინდბოარდი ამჟამად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის, ამიტომ დღგ არ ერიცხება. თუ ეს შეიცვლება, დღგ-ს კანონის შესაბამისად დავამატებთ და წინასწარ გაცნობებთ.
- ფასების ცვლილება. ფასების შეცვლა შეგვიძლია ელფოსტით არანაკლებ 30 დღით ადრე შეტყობინებით. ახალი ფასი მოქმედებს თქვენი მომდევნო საანგარიშო პერიოდიდან.
- უფასო ანგარიშები. ზოგიერთ ანგარიშს ფასიანი ტარიფი უფასოდ აქვს, მაგალითად სასწავლო პროგრამის მონაწილეებს, რომელთანაც ვთანამშრომლობთ. ეს პირობები მათზეც ვრცელდება, ამ ნაწილისა და მე-8 ნაწილის გარდა.
8. თანხის დაბრუნება
რადგან უფასო ტარიფი გაძლევთ საშუალებას, MindBoard გადახდამდე გამოსცადოთ, თანხის დაბრუნების ვადები მოკლეა:
- თვიური ტარიფი: სრული დაბრუნება, თუ ამას გადახდიდან 3 დღის განმავლობაში მოითხოვთ.
- წლიური ტარიფი: სრული დაბრუნება, თუ ამას გადახდიდან 14 დღის განმავლობაში მოითხოვთ.
თანხის დაბრუნების მოსათხოვად მოგვწერეთ info@mindboard.me-ზე თქვენს ანგარიშში მითითებული მისამართიდან. თანხას ვაბრუნებთ იმ ანგარიშზე, საიდანაც გადახდა შემოვიდა, თქვენი მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, და ამავდროულად თქვენი ანგარიში უფასო ტარიფზე ბრუნდება. ამ ვადების გასვლის შემდეგ გადახდილი თანხა არ ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამას კანონი მოითხოვს.
გადახდის შესაწყვეტად არაფრის გაუქმება არ გჭირდებათ: უბრალოდ არ გადაიხადოთ მომდევნო ინვოისი და თქვენი მომსახურება დასრულდებ გადახდილი პერიოდის დასრულებისას, როგორც აღწერილია 7-ე ნაწილში
9. შეთანხმების შეწყვეტა
- თქვენ შეგიძლიათ ანგარიშის დახურვა ნებისმიერ დროს, info@mindboard.me-ზე მოწერით. მართვის პანელის ფუნქცია „ყველა ჩემი დაფის წაშლა" (Delete All My Boards) შლის თქვენს დაფებს, მაგრამ არა თავად ანგარიშს. ანგარიშის დახურვა თავისთავად თანხის დაბრუნების უფლებას არ გაძლევთ; იხ. მე-8 ნაწილი.
- ჩვენ შეგვიძლია თქვენი ანგარიშის შეჩერება ან დახურვა, თუ ამ პირობებს სერიოზულად ან განმეორებით არღვევთ, ან თუ ამას კანონი მოითხოვს. სადაც ეს გონივრულად შესაძლებელია, ჯერ გაგაფრთხილებთ და დაფების ექსპორტისთვის დროს მოგცემთ.
- ჩვენ შეგვიძლია სერვისის სრულად შეწყვეტა ელფოსტით არანაკლებ 60 დღით ადრე შეტყობინებით, და გადახდილი პერიოდის გამოუყენებელი ნაწილის თანხას დაგიბრუნებთ.
- როდესაც ანგარიში იხურება, მის დაფებსა და ანგარიშის მონაცემებს 30 დღის განმავლობაში ვშლით. ამჟამად ცალკე სარეზერვო ასლებს არ ვინახავთ. თუ ამას დავიწყებთ, წაშლილი მონაცემები მათგან 30 დღის განმავლობაში წაიშლება. ინვოისებსა და გადახდების ჩანაწერებს ვინახავთ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადით (ამჟამად ექვსი წელი). დაუმტკიცებელი წვდომის მოთხოვნა 12 თვის შემდეგ იშლება.
10. ჩვენი უფლებები
სერვისი, მათ შორის მისი პროგრამული უზრუნველყოფა, 3D ფიგურები, შაბლონები, დიზაინი და შიგნიდან ხედვა, ეკუთვნის შპს მაინდბოარდს ან მის ლიცენზიარებს. ეს პირობები გაძლევთ მისი გამოყენების უფლებას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში, სანამ თქვენი ანგარიში აქტიურია, და არანაირ სხვა უფლებას. თუ წინადადებებს ან გამოხმაურებას გამოგვიგზავნით, შეგვიძლია მათი გამოყენება თქვენ მიმართ რაიმე ვალდებულების გარეშე.
11. გარანტიები
MindBoard-ს გთავაზობთ გონივრული უნარითა და გულისხმიერებით. ამის გარდა და იმდენად, რამდენადაც კანონი იძლევა ამის საშუალებას, სერვისი მოწოდებულია „როგორც არის" და „ხელმისაწვდომობის მიხედვით", ყოველგვარი დაპირების გარეშე, რომ იგი თქვენს კონკრეტულ საჭიროებებს დააკმაყოფილებს ან შეუფერხებლად და შეცდომების გარეშე იმუშავებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბეტა-პერიოდის განმავლობაში.
12. პასუხისმგებლობა
- არცერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი მეორის წინაშე არაპირდაპირ ან თანმდევ ზიანზე, ან მიუღებელ შემოსავალზე, ბიზნესის ან რეპუტაციის დაკარგვაზე.
- ამ პირობებით ჩვენი ჯამური პასუხისმგებლობა თქვენ წინაშე ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდისთვის შემოიფარგლება იმ თანხით, რომელიც ამ პერიოდში გადაგვიხადეთ.
- ამ პირობებში არაფერი ზღუდავს პასუხისმგებლობას თაღლითობისთვის, გაუფრთხილებლობით გამოწვეული სიკვდილისთვის ან ჯანმრთელობის დაზიანებისთვის, ან ნებისმიერი სხვა რამისთვის, რომლის პასუხისმგებლობის შეზღუდვაც კანონით დაუშვებელია.
13. ამ პირობების ცვლილებები
ამ პირობების განახლება შეგვიძლია. ნებისმიერი არსებითი ცვლილების შესახებ ელფოსტით გაცნობებთ მის ძალაში შესვლამდე არანაკლებ 30 დღით ადრე. თუ არ ეთანხმებით, მანამდე შეგიძლიათ ანგარიშის დახურვა მე-9 ნაწილის შესაბამისად.
14. სამართალი და დავები
ეს პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა განიხილება თბილისის სასამართლოებში, თუ თქვენი უფლებების დამცავი კანონი სხვა სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას არ გაძლევთ. სასამართლოსთვის მიმართვამდე გთხოვთ, მოგვწეროთ: შევეცდებით საკითხის მოგვარებას 30 დღის განმავლობაში.
15. კონტაქტი
შპს მაინდბოარდი — info@mindboard.me — საქართველო, ქალაქი ბორჯომი, მესხეთის ქ. N 51
დანართი — მონაცემთა დამუშავების პირობები
ეს დანართი გამოიყენება, როდესაც MindBoard-ში სხვა ადამიანების, მაგალითად თქვენი კლიენტების, პერსონალურ მონაცემებს შეიტანთ. ამ მონაცემებთან მიმართებით თქვენ ხართ დამმუშავებელი, შპს მაინდბოარდი კი — უფლებამოსილი პირი. დანართი შედგენილია ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) 28-ე მუხლისა და საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად.
- საგანი და ვადა. თქვენს დაფებს ვმასპინძლობთ, რათა სერვისით ისარგებლოთ, სანამ თქვენი ანგარიში არსებობს და მე-9 ნაწილის შესაბამისად წაშლამდე.
- მონაცემები. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელსაც დაფის შინაარსში შეიტანთ: როგორც წესი, თქვენი კლიენტებისა და მათ სისტემებში მყოფი ადამიანების სახელები, ინიციალები ან როლები. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შეტანა დაუშვებელია (მე-5 ნაწილი).
- მითითებები. ამ მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ თქვენთვის სერვისის მისაწოდებლად, ამ პირობებში აღწერილი წესით, თუ კანონი სხვას არ მოითხოვს. თუ მოითხოვს, ამის შესახებ გაცნობებთ, თუ კანონი ამას არ კრძალავს.
- კონფიდენციალურობა. თქვენს შინაარსზე წვდომა აქვთ მხოლოდ მათ, ვისაც ეს სერვისის მუშაობისთვის სჭირდება, და ისინი კონფიდენციალურობის ვალდებულებით არიან შებოჭილნი. ამჟამად ეს მხოლოდ MindBoard-ის ადმინისტრატორია.
- უსაფრთხოება. თქვენი შინაარსი ინახება ევროკავშირში განთავსებულ მონაცემთა ბაზაში, რომელიც დაცულია წვდომის წესებით, რომლებიც თქვენი დაფების პირდაპირ წაკითხვისა და შეცვლის საშუალებას მხოლოდ თქვენ გაძლევთ. სტუმრებს, რომლებსაც საერთო წვდომით შემოუშვებთ, შეუძლიათ სესიის განმავლობაში დაფის ნახვა და შეცვლა არხით, რომელთანაც დაკავშირება მხოლოდ საიდუმლო გასაღებით შეიძლება; გასაღები ეძლევათ მხოლოდ მათ, ვისაც დაფის ბმული და პაროლი აქვს, და იცვლება, როდესაც საერთო წვდომა გამოირთვება ან პაროლი იცვლება. დაფების პაროლები ჰეშირებული სახით ინახება, ყველა კავშირი დაშიფრულია.
- ქვეუფლებამოსილი პირები. თქვენ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ჩამოთვლილ ქვეუფლებამოსილ პირებს. რომელიმეს დამატებამდე ან შეცვლამდე ელფოსტით არანაკლებ 30 დღით ადრე გაცნობებთ, და შეგიძლიათ ამის წინააღმდეგ გამოხვიდეთ თქვენი ანგარიშის დახურვით.
- მონაცემების საერთაშორისო გადაცემა. თქვენი შინაარსი ინახება ევროკავშირში. შპს მაინდბოარდი საქართველოშია და სერვისს იქიდან მართავს, ჩვენი ზოგიერთი ქვეუფლებამოსილი პირი კი აშშ-შია. ჩვენს ქვეუფლებამოსილ პირებთან მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულებები მოიცავს ევროკომისიის სტანდარტულ სახელშეკრულებო პირობებს თქვენი შინაარსის ევროკავშირის გარეთ გადაცემისთვის.
- დახმარება. გონივრულად შესაძლებლის ფარგლებში დაგეხმარებით ადამიანების მოთხოვნებზე პასუხის გაცემაში, რომლებიც მონაცემებთან დაკავშირებულ უფლებებს იყენებენ, ასევე სერვისთან დაკავშირებულ უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების საკითხებში.
- ინციდენტები. თქვენს შინაარსთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ შეტყობისთანავე, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე გაცნობებთ და მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც თქვენი საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად გჭირდებათ.
- წაშლა. როდესაც თქვენი ანგარიში იხურება, თქვენს შინაარსს ვშლით მე-9 ნაწილში აღწერილი წესით.
- ინფორმაცია და აუდიტი. მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც გონივრულად საჭიროა იმის დასადასტურებლად, რომ ამ დანართს ვიცავთ. მოთხოვნები გამოგზავნეთ info@mindboard.me-ზე.